ველისციხის მოვლენების გარშემო საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
პოლიციელზე თავდასხმის და ძალადობის ბრალდებას ამ დრომდე არ აღიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, ვალერი მუსაევი, რომლის აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ხვალ იმსჯელებს.
ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერის ცემის ბრალდებით დაკავებული ორი პირიც.
ბოლო მონაცემებით, 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების გამო სულ ხუთი ადამიანია აყვანილი.