ანას ბაღის მიმდებარედ მცხოვრებლები, დედაქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ. მათთან ერთად შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებიც მივიდნენ.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა განახლდა. აქციის მონაწილეები პროცესის შეჩერებას მოითხოვენ.
მოსახლეობის პროტესტს თბილისის მერი პასუხობს. კახა კალაძე ამბობს, რომ ანას ბაღს არა თუ საფრთხე არ ემუქრება, არამედ ტერიტორიის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.