აქცია საქართველოს პირველ არხთან. „ერთიანი ეროვნულ-პატრიოტული ორგანიზაცია“ საეთერო დროის დათმობას ითხოვს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილების თქმით, მათ პანდემიის დასრულების საკუთარი ხედვა და გეგმა აქვთ.
აქციაზე იმყოფებოდა წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ირაკლი ხომასურიძეც, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, მიიღო შესაბამისი კომპენსაციაც, თუმცა ხომასურიძის თქმით, მისი სასამართლო პროცესები დროში გაიწელა და კომპენსაციაც დაგვიანებით მიიღო, რითიც უკმაყოფილოა.