„ნუ გვაბოლებთ“, – ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი მთავარ პროკურატურასთან გაიმართა.
აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის წინ ფერადი კვამლი გაუშვეს და უწყების ჭიშკარზე წარწერა, – „ნუ გვაბოლებთ“, – ჩამოკიდეს. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, აქციის მიზანია პროკურატურას შეახსენონ თავი და კიდევ ერთხელ მოსთხოვონ მათი საქმეების დროული გამოძიება.