აქცია პანკისში

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და პანკისის ხეობის მცხოვრებლები ხელისუფლებას მიმართავენ.

სამი მოთხოვნა დღეს მაჩალიკაშვილების ოჯახში გამართულ შეკრებაზე გაჟღერდა. მოხდეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარება. საქმეში ოჯახს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯონ იმ სპეცოპერაციის მონაწილეები და ხელმძღვანელები, რომლის დროსაც 19 წლის ახალგაზრდამ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.

დღესვე ორგანიზაცია „იმ ემ სიმ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

დეტალებით ჟანა დიდებაშვილი.