ოქროსუბნის მაცხოვრებლებმა რეკრეაციული ზონის მოწყობის მოთხოვნით თბილისის მერიის წინ აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე შესაძლებელია დასასვენებელი პარკის და სპორტული მოედნის მოწყობა, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენების მოთხოვნით, სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატს“ განაცხადი თბილისის მერიაში აქვს შეტანილი. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მერიამ არ დაუშავს კორპუსის მშენებლობა.
აქციას გამოეხმაურა თბლისის ვიცე-მერი. ირაკლი ხმალაძის თქმით, ის მზად არის სხვა ფორმატში შეხვდეს ოქროსუბნის მაცხოვრებლებს.