ახალი მოედანი ისანში

ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი მოეწყო. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ ახლად მოწყობილი მოედნები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. პადელი სპორტის ე.წ. საჩოგნო სახეობაა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი სპორტის ამ სახეობამ. საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა პადელის ფედერაციაც.