ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ადგილობრივები მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ. მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ, კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, მეზობელ სოფელ ქვაბღასთან ერთად, სტატუსი გაუუქმდათ, თუმცა მოგვიანებით ნაბეღლავისგან განსხვავებით, ქვაბღას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დაუბრუნეს. ადგილობრივების განცხადებით, აქ არსებული მკაცრი ბუნებრივი პირობებისა და სპეციფიკური რელიეფის გათვალისწინებით, ყოველდღიური ცხოვრება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.ზამთარში დიდი თოვლის გამო, სოფელი გარესამყაროსგან იზოლირებულია. აქციის მონაწილეები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებაში დახმარებას ითხოვენ.