ერისთავების სასახლის რეაბილიტაცია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუაოები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით  ჩატარდება. საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადდა, სრულად აღდგება XIX საუკუნის არქიტექტურული ნაგებობის ყველა კონსტრუქციული ელემენტი. ავთენტური ფორმით რესტავრირდება სასახლის იატაკი და ამორტიზებული სართულშუა გადახურვა. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნაგებობის უნიკალური ხის აივანი მისი მოაჯირებით, ორნამენტული დეტალებითა და XIX საუკუნის ტიპიური დიზაინის შუშაბანდით. ასევე ცნობილია, რომ ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საპროექტო უზრუნველყოფის საფუძველზე, სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის რეაბილიტაციაც დაიწყება.