აქცია ჩოხატაურში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობა სოფელში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეებმა დღეს პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს, რათა კომპანია „სუფსა ენერჯის“ წარმომადგენლებს სოფელში შესვლის საშუალება არ მისცემოდათ, თუმცა, ფირმის წარმომადგენლები დღეს ადგილზე არ გამოჩენილან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესების მშენებლობა სოფელში ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს. აქციას ოპოზიციური პარტიებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებიც შეუერთდნენ.

დატოვე კომენტარი