დაკავება გურიაში

გურიის პოლიციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.  გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა პირმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს თანასოფლელებს თავის არეში ქვით დაზიანებები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მუსლიმი და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.