ვითარება სოფელ ბუკნარში

ხმაური იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამჯერად ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი დაუპირისპირდნენ. პარალელურად, დასრულდა პარაკლისი ქრისტიანულ ტაძარში და ასევე მუსლიმი თემის ლოცვა. ახლა მხარეებს შორის შეხვედრა უნდა დაიწყოს – პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიღებენ მონაწილეობას.