დაპირისპირება სოფელ ბუკნარში

მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო ვითარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში. ადგილზე სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობდნენ.  არსებული ინფორმაციით, სოფელში კონფლიქტი მუსლიმ და ქრისტიან თემს  შორის დაიწყო.  მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვდნენ, რისი წინააღმდეგიც ადგილობრივი ქრისტიანული თემია. ადგილობრივების ინფორმაციით, საკითხზე ფიზიკური დაპირისპირება ჯერ კიდევ გუშინ მოხდა, რა დროსაც მუსლიმი თემის ორი წარმომადგენელი სცემეს. დღეს მიმდინარე პროტესტიც სწორედ ამ ფაქტმა გამოწვია.