სამოქალაქო მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალე“ და „სირცხვილიას“ წევრები ამ წუთებში თბილისის მერიასთან არიან შეკრებილები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ასევე იმ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც საქმიანობის უფლება პარლამენტის შენობის წინ მისცეს. დედაქალაქის მერიის შენობასთან არიან უშუალოდ გარემოვაჭრეებიც.