გიორგი ლაღიძის განცხადება

 პარტია „მომავალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გარემოვაჭრეებისა და მცირე ბიზნესის პრობლემებზე საუბრობს. გიორგი ლაღიძის განცხადებით, თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებისთვის შესაბამისი ადგილების გამოყოფაზე უნდა იზრუნოს. გარდა ამისა, მისივე თქმით, სახელმწიფო მცირე მეწარმეებს სალარო აპარატის ქონას ავალდებულებს. ლაღიძე მათ ფიქსირებული გადასახადის დაწესებასა და სალარო აპარატების გაუქმებას ჰპირდება.