აქცია ქუთაისში

ხმაური იყო ქუთაისის მერიასთან. აქცია გამართეს გარემოვაჭრეებმა. მათი თქმით, ყვავილების გაყიდვა ზედამხედველობის სამსახურმა აუკრძალა. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან და მუშაობას გააგრძელებენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი, აქციებს გამართავენ. მერის განცხადებით, გარევაჭრობას სჭირდება სპეციალური ნებართვა, ამ ნებართვის არარსებობის შემთხვევაში კი, მერია კანონის ფარგლებში მოქმედებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი