გარემოვაჭრეების პროტესტი გორში

ხმაური მოჰყვა გარევაჭრობის აკრძალვას გორში. გურამიშვილის ქუჩაზე დილიდან მობილიზებულია მუნიციპალური ინსპექცია, რომ მოვაჭრეებმა საქმიანობა არ გააგრძელონ. თვითდასაქმებულების პროტესტის გამო, ადგილზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვისა და დაწესებული სანქციების შესახებ ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე დასაქმებული გარემოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილა და მათ სამუშაოდ ალტერნატიული ფართიც შესთავაზა, რასაც ისინი არ თანხმდებიან.