ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზა გადაკეტა. შეკრებები აცხადებენ, რომ პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისათვის საზიანო ტვირთებს ღია წესით ამუშავებენ. ადგილობრივების მტკიცებით, უკვე სამ წელზე მეტია დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ერთადერთი გამოსავალი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა რჩება, რისთვისაც ფულად კომპენსაციას მოითხოვენ. ფოთელებისათვის ადგილობრივი ხელისუფლებას დღეს აღარ უპასუხიათ. პოზიცია მათ რამდენიმე დღის წინ დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარება მუნიციპალიტეტის ძალებს აღემატება. მათივე თქმით, ინფორმირებულია ცენტრალური ხელისუფლება და გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება კომპენსაციას, ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს თემა არ განიხილება.