თბილისში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით, აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ფლეშმობი მოაწყეს. ისინი ადგილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვენ.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მოედნის ტერიტორია 2008 წელს გაიყიდა და ამ ადგილას მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლებას არ მისცემენ.