აქცია ბათუმში

ბათუმში, „რივიერაზე“ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის პროექტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მშენებლობა ზღვისპირა ქალაქის ისტორიულ იერსახეს ამახინჯებს. ამასთან, ეკოლოგიურ საფრთხესაც ქმნის.

შეკრებილებმა მოითხოვეს „რივიერა“ისტორიული დაცვის ზონას დაუბრუნდეს და შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე და ღია სივრცე.

„ბათუმი რივიერას“ პროექტზე ქალაქის საკრებულომ საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.