„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად, „ბათუმი რივიერას“ საქმეზე ნებართვის მოქმედება არ შეაჩერა.  ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განაცხადეს. როგორც საია-ში ამბობენ, სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკან დააბრუნა და ხელახალი განხილვა დაავალა. მიუხედავად ამისა, საია-ში ამბობენ, რომ საქალაქო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა და განმარტა, რომ შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. საია-ში განმარტავენ, რომ სასამართლოს მსჯელობა მთლიანად ინვესტორის ინტერესებზეა მორგებული.  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საია სააპელაციო სასამართლოში კვლავ გაასაჩივრებს.

მოამბე