ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა ხელოვნების სასახლეში.
კატალოგი უნიკალურ ხელნაწერებს, პირველ ნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებს აერთიანებს. გამოცემაში ბევრი ნიმუში პირველად დაიბეჭდა.
წიგნში მკითხველი ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს უძველესი დროიდან თანამედროვე ხელოვნებამდე გაეცნობა.