ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია

ეროვნულ გალერეაში გამოფენა „ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2022“ გაიხსნა და ამავე სახელწოდების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. 30-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2021-2022 წლებში, კულტურის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდი ახალშეძენილი ნამუშევრებით შეავსო. მათ შორისაა 113 მხატვრის 722 ნამუშევარი, რომელთაც მუზეუმი არ ფლობდა ან არასაკმარისად იყო წარმოდგენილი საცავში. შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექციის ექსპონირება ეტაპობრივად განხორციელდება. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი