ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა რუსთავში

რუსთავის მერია ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და ახალგაზრდების დასაქმების ეკოპროექტს ახორციელებს.

პროექტის „ახალი სიმწვანე“ ფარგლებში, 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას. დასაქმებისა და ეკოლოგიური პროექტის მონაწილეთა ახალი ნაკადის პირველი სამუშაო დღე, რუსთავის სანერგე მეურნეობაში შედგა, სადაც ახალგაზრდებმა სპეციალური ვორქშოფიც გაიარეს და ქალაქის გამწვანების სამუშაოებისთვის ნერგების გადარჩევაშიც მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის მომდევნო ეტაპზე რეგისტრაცია მაისში დაიწყება.