ინციდენტი რუსთავის მერიაში

ინციდენტი რუსთავის მერიაში. ერთ-ერთი მოქალაქე თავს დაესხა მერის მოადგილეს და ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავდასხმის მოტივზე მერიაში არ საუბრობენ, თუმცა მერის აპარატის უფროსი, ნინო ნიკოლავა ფაქტს ადასტურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი