ანაკლიაში მომავლის ბანაკი საზეიმოდ გაიხსნა და მოსწავლეთა პირველი ნაკადი მიიღო.
ბანაკის ოფიციალურ გახსნას სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მომავლის ბანაკის მიზანია, თანატოლ-განმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალგაზრდების გადამზადება, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გამოვლენა.
წელს ანაკლიის მომავლის ბანაკი მოზარდებს 10 ნაკადად მიიღებს. ანაკლიის ბანაკში სულ 3 000-მდე მოზარდი დაისვენებს.