ანაკლიაში მომავლის ბანაკი გაიხსნა

12:28, 28.06.2019

ანაკლიაში მომავლის ბანაკი საზეიმოდ გაიხსნა და მოსწავლეთა პირველი ნაკადი მიიღო.

ბანაკის ოფიციალურ გახსნას სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მომავლის ბანაკის მიზანია, თანატოლ-განმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალგაზრდების გადამზადება, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გამოვლენა.

წელს ანაკლიის მომავლის ბანაკი მოზარდებს 10 ნაკადად მიიღებს. ანაკლიის ბანაკში სულ 3 000-მდე მოზარდი დაისვენებს.

მსგავსი