ფესტივალი „მომავლის ხმები“

ანაკლიაში ფესტივალი „მომავლის ხმები“ მიმდინარეობს. ის ორ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს. „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობაა. ამჟამად, ასეთი სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველებს ქართული ტრადიციული სიმღერების და გალობის შესწავლა უფასოდ შეუძლიათ.