სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მოუწესრიგებელი სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და დაზიანებული მილები ადგილობრივების მთავრი პრობლემაა, რის გამოც ისინი ხშირად წყლის გარეშე რჩებიან. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამბობენ, რომ საკითხის მოსაგვარებლად საკმარისი თანხა არ გააჩნიათ და ცენტრალური ხელისუფლების დახმარების იმედად არიან.
რა პირობებში უწევთ ცხოვრება ადგილობრივებს – ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი კახეთიდან.