სოფელ ჯუგაანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

68 წლის ქალის მკვლელობის საქმე გახსნილია. სამართალდამცველებმა 42 წლის მამაკაცი დააკავეს. ის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. შუახნის ქალი გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში იპოვეს. პენსიონერი, სავარაუდოდ, თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ერთი- ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. პოლიციამ ის ცხელ კვალზე, რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.