ევროკავშირის ელჩი კახეთში

ევროკავშირის ელჩმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოციალური საწარმო, „ნუკრიანის სახელოსნოები“ დაათვალიერა.

სოციალურ საწარმოში 200 ქალია დასაქმებული. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ იყიდება. დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირი სოციალურ პროექტებზე მორიგი კონკურსის გამოცხადებას მომავალი წლისთვის გეგმავს. დღესვე ელჩმა, ევროკავშირის და თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს ახალი ტრაქტორები გადასცა.