აქცია ანაგაში

სოფელ ანაგის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციაც გამართეს. შეკრებილები ირწმუნებიან, რომ ორ თვეზე მეტია, ათობით ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც მათ წყლის აღება მეზობელი სოფლიდან უწევთ. აქციის მონაწილეებს სიღნაღის ვიცე-მერი, მადონა ბატიაშვილი შეხვდა და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ საკითხის შესწავლას და პრობლემის დროულად მოგვარებას დაპირდა.