აქცია ანაგაში

კახეთში სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში სასმელი წყალი სათავე ნაგებობიდან ერთეულებს აქვს გაყვანილი და სოფლის უმეტესი მოსახლეობა უწყლოდაა დარჩენილი.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, განცხადება ადგილობრივ ხელისუფლებაში გაკეთდა.