ძლიერმა ქარმა თავშესაფარს სახურავი გადახადა

18:28, 05.02.2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი თითქმის სრულად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, თავშესაფარს დროებითი გადახურვა გაუკეთდება, კაპიტალური გადახურვის სამუშაოები კი სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შემდეგ ჩატარდება.

მსგავსი