ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, დღეს დაიკითხება
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, დღეს დაიკითხება. მიმდინარე პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. ადვოკატებმა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს.
ჩვენებას აძლევენ დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე და ექსპერტ-კრიმინალისტი გოგი გოგია. მათ მკვლელობის იარაღზე – დანასა და ლოდზე, ასევე ბრალდებულის ტანსაცმელზე ჩაატარეს ექსპერტიზა. ლადო გრიგალაშვილი, ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.