ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 7-8 მარტის აქციის მონაწილეებზე ხელისუფლება რეპრესიების განხორციელებას ცდილობს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ძალა დაინახა და ახლა ცდილობს მათ დაკავებასა და დაჯარიმებას. ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აქციის დაშლის საჭიროება არ იყო და ეს სახალხო დამცველმაც აღნიშნა.