ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, დაკავებული უსამართლოდ ჰყავთ მძევლად აყვანილი და არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდეს. ხაბეიშვილის მოქალაქეებს ხვალ, 1-ელ მაისს გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე შეკრებისა და დაკავებულის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.