ალილოს მსვლელობის გამო, თბილისში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდულია. სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს კი რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილება რუსთაველის გამზირზე შეუძლიათ.
მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. გადაადგილება შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.
ალილო 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.