ახალი სატრანსპორტო რეგულაციები

მძღოლებისთვის იანვრიდან ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში. სიახლე დედაქალაქს არ ეხება და მაღალმთიან ზონებს მოიცავს. კანონის თანახმად, გარკვეულ რეგიონებში და მაგისტრალებზე აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ზამთრის საბურავის გარეშე. განსაკუთრებულ მეტეოროლოგიურ პირობებში კი ასეთ საბურავებთან ერთად, სავალდებულოა მინიმუმ ორ, წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრებაც. მძღოლები, რომლებიც კანონის მოთხოვნას არ შეასრულებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან და ხუთ ქულას დაკარგავენ.