შეზღუდვები დიდგაბარიტიანი მანქანებისთვის

დიდი მოცულობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის თბილისში ახალი რეგულაციები აამოქმედეს.

საცობების შესამცირებლად მერიამ ახალი სქემა მოიფიქრა. სატვირთო მანქანები, ასევე სამშენებლო დანიშნულების და ათ და მეტ მგზავრზე გათვლილი მანქანები პიკის საათებში ვეღარ იმოძრავებენ. იგულისხმება დილის რვიდან 11-მდე და საღამოს ხუთიდან რვა საათამდე პერიოდი. გარკვეული შეღავათი დაწესდა სადისტრიბუციო მანქანებზე. თუმცა, ამ კატეგორიის ტრანსპორტის მფლობელებისთვის შეღავათი არასაკმარისია. მათზე გამონაკლისის არდაშვების შემთხვევაში სადისტრიბუციო კომპანიები გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ.