თებერვლიდან დედაქალაქში მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში გაჩერდებიან.
თბილისის მერიამ ის 14 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებისთვის ახალი წესი იმოქმედებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში, მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ყაზბეგის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, კოსტავას, მელიქიშვილის, გორგასლის, შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ ადგილებზე შეძლებენ.
ახალი წესის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მძღოლებს ჯარიმები დაეკისრებათ.