ახალი წესი მიკროავტობუსებისთვის

18:22, 28.12.2017

თებერვლიდან დედაქალაქში მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში გაჩერდებიან.

თბილისის მერიამ ის 14 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებისთვის ახალი წესი იმოქმედებს. საპილოტე პროექტის  ფარგლებში, მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ყაზბეგის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, კოსტავას, მელიქიშვილის, გორგასლის, შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ ადგილებზე  შეძლებენ.

ახალი წესის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მძღოლებს ჯარიმები დაეკისრებათ.

მსგავსი