ახალი ტურისტული მარშრუტები - მალე შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ კავკასიონიდან, ჩრდილოეთ ირანის საზღვრამდე ტურისტული ბილიკით გადაადგილება 

თუ გსურთ კავკასიონის მთებში მოგზაურობა, მალე შეძლებთ ახალ ბილიკებს გაუყვეთ, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიონიდან, ჩრდილოეთ ირანის საზღვრამდე მიგიყვანთ.

ამერიკელი პოლ სტივენსი ამ პროექტზე ორი წელია მუშაობს. ის ცდილობს სამთო ტურისტული ბილიკები ერთმანეთს დაუკავშიროს და ამიერკავკასიის საერთო ტურისტული სალაშქრო გზა შექმნას. პოლ სტივენსმა მოხალისეებთან და გუნდის წევრებთან ერთად, ორი წლის განმავლობაში, სვანეთში და დილიჯანის ნაკრძალში, უკვე მოახერხა ბილიკების გაყვანა.

დეტალები “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის ანი ჩხიკვაძის სიუჟეტში ნახეთ.