მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება.
ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა შუახევში, ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ალპურ ზონაში მდებარეობს. ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავება ხორციელდება.