თბილისი - სტუდენტებისთვის მიმზიდველი ტურისტული ლოკაცია

თბილისი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად დასახელდა. მსოფლიოს უდიდესი სტუდენტური ქსელის, UNIDAYS-ის კვლევის მიხედვით, სტუდენტები 2024 წლის არდადეგებისთვის სწორედ ჩვენს დედაქალაქს ირჩევენ.

მოგზაურობის ინდექსი, სადაც თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა, ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: განთავსების ფასები, ტურისტული ატრაქციები, ჯგუფური აქტივობები, უსაფრთხოების რეიტინგი, კვების საშუალო ღირებულება და სხვა.