ეკოლოგიური პრობლემა, რომელსაც თბილისის განვითარების ახალ გეგმაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა, ბოლო კვლევითაც დასტურდება.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დედაქალაქის რამდენიმე უბანში ჰაერის ხარისხი შეამოწმა. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული წერეთლის და თამარ მეფის გამზირებზე. მონიტორინგის ავტორები მთავარ გამომწვევ მიზეზად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვს ასახელებენ.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გარდა, კიდევ რა რეგულაციების ამოქმედება იგეგმება მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად.