ახალი რეგულაციები ავტომობილების ტექინსპექტირებაზე

გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების პირობები გამკაცრდა.

CO-ს დასაშვები ნორმა შემცირდა და 0,6 %-ის ნაცვლად 0,55 % გახდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, იანვრიდან ავტომობილებს ხმაურზეც შეამოწმებენ. ცვლილება შეეხება ინსპექტირების ფასსაც. თუ აქამდე მძღოლი ავტომობილის განმეორებით შემოწმებაზე თანხას არ იხდიდა, პირველი თებერვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. მსუბუქ ავტომობილზე გადასახდელი თანხა 20 ლარს შეადგენს. მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის – 30, ელექტრომობილებისთვის კი 15 ლარი იქნება.