ახალი რეგულაციები ავტომფლობელებისთვის

ივნისიდან ჰაერის ხარისხის დასაცავად ახალი რეგულაცია ამოქმედდება.

სავალდებულო შემოწმებას დაექვემდებარება ყველა ავტომობილი, რომლის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი ვიზუალურად საეჭვოდ იქნება მიჩნეული. მსგავსი ფაქტების დაფიქსირება და რეაგირების მოთხოვნა მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ დედაქალაქში ჰაერის ხარისხის მთავარი დამაბინძურებელი სწორედ მანქანის გამონაბოლქვია. ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დონე ყოველწლიურად მცირდება. 2025 წლიდან კი მძღოლები ვალდებულები იქნებიან, რომ ავტომობილებში გამფილტრავი მოწყობილობა, კატალიზატორი დააყენონ.