ჭარბვალიანობასთან საბრძოლველად საფინანსო სექტორში მორიგი რეგულაციები ამოქმედდება.
ბანკები ნოემბრიდან ვალდებულები ხდებიან, დააწესონ მაქსიმალური ლიმიტი, თუ რა რაოდენობის თანხის გადახდა შეუძლია მსესხებელს ყოველთვიური შემოსავლიდან სესხის პროცენტის დასაფარად.
სიახლეა ისიც, რომ იანვრიდან შემოსავლების დადასტურების გარეშე საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხების გაცემა იზღუდება. ეს კი განსაკუთრებით პრობლემებს თვითდასაქმებულებს შეუქმნის, რის გამოც მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები მოსალოდნელ რეგულაციებს ნეგატიურად ხვდებიან.