ტაქსის მძღოლების ნაწილი ქუჩაში გავიდა.
პროტესტი ოქტომბრიდან ასამოქმედებელ რეგულაციებს უკავშირდება. მერიის მიერ დადგენილი ნორმებით, აიკრძალება მარჯვენასაჭიანი მანქანების მომსახურება, ახალი სტანდარტი მძღოლებს მანქანების თეთრად შეღებვასაც ავალდებულებს. იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქის მთავრობა მძღოლებს შეღებვის სერვისს რეკლამის სანაცვლოდ უფასოდ სთავაზობს, მოსალოდნელი რეგულაციები მაინც უკმაყოფილებას იწვევს.
უსაფრთხოების ნორმების დაცვის არგუმენტით მერია უკან დახევას არ აპირებს.